თვალები მძიმედ გავახილე. ბუნდოვნად ვხედავდი. თეთრ კედლებს და... და... მოიცა ვინ იჯდა ტახტზე პალატაში?-უცებ გონება გამინათდა. ეს ჩემი მხსნელი იყო, ეძინა. ადგომა დავაპიე, მაგრამ როგორც ძაღლი ისე ვიყავი დაბმული რაღაც მილებით. თითქოს იგრძნო, რომ გამეღვიძა, უცნობმაც თვალი გაახილა. თუმცა რაღა უცნობი იყო? მან ჩემი სიცოცხლე იხსნა.
↧